13 მაისი 2025,   10:07
ვრცლად
ირანის დედაქალაქში შენობების ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

ირანის დედაქალაქში შენობების ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევით, უკანონო შენობების დემონტაჟის დროს მოხდა.

ჩამოინგრა 5 შენობა, ნანგრევებში კი პოლიციელები და მუნიციპალური სამსახურის თანამშროლები მოყვნენ.

მაშველებმა 5 დაშავებულის ამოყვანა შეძლეს, მათგან ერთი, პოლიციის პოლკოვნიკი, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დღის ამბები