11 იანვარი 2026,   01:52
ვრცლად
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - სხდომაზე იძულებითი შესვენება გამოცხადდა

პარლამენტში აგრარული და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის განმავლობაში დეპუტატები მმართველი გუნდიდან და უმცირესობიდან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

კამათი მევენახეებთანაც რამდენჯერმე მოხდა. 

რამდენიმე წუთის წინ სხდომის ხელმძღვანელი, ზურაბ ტყემალაძე, იძულებული გახდა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინა. ეს გადაწყვეტილება ტყემალაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. 

ზურაბ ტყემალაძემ მანდატურებს მოუწოდა, სერგო რატიანი გაეყვანათ. თუმცა, რატიანმა სხდომათა დარბაზი არ დატოვა. ამის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 

დღის ამბები