08 იანვარი 2026,   21:06
ვრცლად
ლარი 20 წლისთავს ლარიდაოციანი გაუფასურებით ხვდება

ლარი 20 წლის თავს 1,20 ლარიანი გაუფასურებით ხვდება.  საქართველოს ეროვნული ვალუტის დაარსებიდან 2015 წლის 2 ოქტომბერს 20 წელი გადის. 

1995  წელს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.23 თეთრი იყო. 

ლარის 20-წლიან ისტორიაში კი ლარმა გაუფასურების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს 2.45-ს მიაღწია. 

დღევანდელი მონაცემებით, ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარი 2.4170 ლარია. კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარი 2.54 ლარს აღწევს. 

ლარის იუბილის შესახებ ინფორმაცია დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, გაავრცელა.

"რამდენიმე დღეში ლარი 20 წლის გახდება. არ დავწერ, რა და როგორ. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის ეს ისედაც ძალიან მტკივნეული საკითხია. ეს ცხრილი მხოლოდ ერთ რამეს უჩვენებს, არის მხოლოდ ერთი სწორი გზა და ეს არის დასავლეთთან სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია," - წერდა დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე. 

 

დღის ამბები