16 იანვარი 2026,   04:53
ვრცლად
ლარი დოლართან მიმართებაში 2 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარის ნაცვლად, 2.4310 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0140 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

ერთი ევროს შეძენა 2.7315 ლარის ნაცვლად, 2.7295 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები