12 იანვარი 2026,   18:04
ვრცლად
FIFA ხელისუფლებას ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნების თავისუფლად ჩატარებაზე გაფრთხილებას აძლევს

ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო ორგანიზაციამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ჩარევისგან თავის შეკავება ურჩია.

ამჯერად გაფრთხილება მთავრობამ FIFA-სგან მიიღო.

ფედერაციის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ თუ ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებზე მთავრობის მხრიდან ზეწოლა განხორციელდება, ამის გამო შესაძლოა ქართულ ფეხბურთს სანქციები დაუწესონ.

მთავრობის წარმომადგენლები გამაფრთხილებელი წერილების შესახებ ღიად არ საუბრობენ, თუმცა პალიტრა TV-ს ეთერში სპორტის მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატით უკმაყოფილოა.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში FIFA-ს წერილში გამოთქმულ შეშფოთებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, ზეწოლას არ გამორიცხავენ ოპოზიციაში.

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ვეტერანი ფეხბურთელები ხვალ აპირებენ.

ავტორი: დავით კაკულია.

დღის ამბები