თანამდებობიდან გადაყენებული თავდაცვის მინისტრი დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ირაკლი ალასანია კოალიციის პოლიტსაბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მისვლას და ყველა იმ დეტალის გარკვევას აპირებს, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, არამედ ქვეყნის საგარეო კურსს ეხება.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი პრემიერის გადაწყვეტილებას პროკურორის პოზიციად აფასებს. მისი შეფასებით, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური მოტივით ქვეყნის ევროინტეგრაციული კურსის წინააღმდეგ საქართველოს მტრების მიერ დაიგეგმა.