თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილია რამდენიმე წუთში საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროში წერილობით მოთხოვნას შეიტანას და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ბექა ბასილიამ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.
"ცოტა ხანში მივალ სასჯელაღსრულების სმინისტროში და შევიტანთ ჩვენს მოთხოვნას გიგი უგულვას პატიმრობიდან დაუყონებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილების თანახმად უგულავა უკანონო პატიმარია,"-განუცხადა რუსთავი 2-ს ადვოკატმა ბასილიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულვას პატიმრობა, რომელიც უკვე 15 თვეა სასჯელს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე იხდის არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.