"ერთი კაცის ნების გამო ეს ყველაფერი გრძელდებოდა, დღეს უკვე იურიდიულად, კანონიერად დამტკიცებულია"-ამის შესახებ კურიერთან გიგი უგულავას მეგობარმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას მეგობრები და თანაგუნდელები მის ციხიდან გათავისუფლებას ელოდებიან.
სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან იმყოფება ასევე უგულავას მეგობარი ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება აღასრულებს.
„ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გიგი უგულავა, რომ საქართველომ არ მიიღოს იმაზე ბევრი ზიანი, რაც აქამდე მიიღო მისი პოლიტიკური დევნის გამო,“ - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.