ამ წუთებში ხალხმრავლობაა ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც გიგი უგულავას თანაპარტიელები, მხარდამჭერები და ოჯახის წევრები თბილისის ყოფილი მერის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ელოდებიან.
"გიგი უგულავა უკანონო პატიმარია" სკანდირებენ ციხესთან შეკრებილები. აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას პატიმრობა, რომელიც უკვე 15 თვეა სასჯელს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე იხდის არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.