08 იანვარი 2026,   02:46
ვრცლად
სასამართლომ უგულავას პროცესზე პროკურორებს უკვე მესამე შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა

გიგი უგულავას პროცესზე მოსამართლემ უკვე მესამე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს განეხილა. 

დაცვის მხარე კი ისევ უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით გამოდის. 

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. სასამართლო დარბაზთან მობილიზებული არიან პოლიცია და მანდატურები, რომლებსაც ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული.   

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ სულ 3 შუამდგომლობა დააყენა: მოსამართლის აცილების შესახებ, ოქმის გაცნობა, რის საფიძველზეც სხდომა ჩაინიშნა და საქმის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის შესახებ. სასამართლომ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დღის ამბები