03 იანვარი 2026,   02:09
ვრცლად
2-საათიანი შესვენება ამოიწურა - უგულავას პროცესი ჯერ ისევ არ განახლებულა

სხდომა, რომელიც 22:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე არ განახლებულა. 

შესვენების გამოცხადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პროკურორებმა მოითხოვეს ვადა იმისათვის, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გასცნობოდნენ. 

სხდომაზე, რომელიც განახლდება, მათ უფლება ექნებათ, გამოხატონ საკუთარი პოზიცია. მაგრამ შუამდგომლობის დაყენებას ვეღარ შეძლებენ. ამის შემდეგ კი მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. 

ჯერჯერობით უცნობია, სხდომა როდის განახლდება.

დღის ამბები