03 იანვარი 2026,   02:08
ვრცლად
უგულავას საქმე - ახალი ამბები რეალურ დროში

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

22:45 გიგი უგულავა საბადრაგო სამსახურმა დააკავა

22:44 "მე მივდივარ დასასვენებლად,"- გიგი უგულავა მხარდამჭერებს დაემშვიდობა

22:35 გიგი უგულავას ბოლო კომენტარი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში

22:33 გიგი უგულავა სასამართლოს შენობაში შევიდა 

22:29-სასამართლოს უკანა გასასვლელთან სამართალდამცველებმა კორიდორი გაამზადეს. 

გიგი უგულავა 4 წლითა და 6 თვით დააპატიმრეს

22:10-მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სასამართლო დარბაზში შევიდა. 

21:56 გიგი უგულავა ამბობს, რომ განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს ეზოში დაელოდება

21:55 საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავა მივიდა

21:54 საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

21:50 უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ სასამართლოში პროვოკაციები მზადდება და მის თანამოაზრეებს პროცესზე შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევს და მოუწოდებს

21:00 საქალაქო სასამართლოსთან ათობით საპატრულო პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული.

20:59 საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები

17:33 გიგი უგულავა ფიქრობს, რომ განაჩენი საქმეზე გვიან ღამით გამოცხადდება

17:30 "მათ ეჩქარებათ ჩემი დაკავება,"– გიგი უგულავა

17:27 გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოს შენობა დატოვა

17:23 მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა

17:21 სასამართლო სხდომა განახლდა

17:20 გიგი უგულავა სხდომათა დარბაზში დაბრუნდა 

17:12 გიგი უგულავა დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვის თქმას არ აპირებს

17:07 საქალაქო სასამართლოს შენობაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები

15:37 სხდომაზე საათნახევრიანი შესვენება გამოცხადდა

15:36 მოსამართლემ მიმდინარე სხდომის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

15:34 გიგი უგულავამ მოსამართლეს სხდომის გადადება მოთხოვა

13:13 გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატმა საქმეზე დასკვნითი სიტყვა თქვა

13:05 გიგი უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

12:08 - მიმდინარე სასამრთლო სხდომას გიგი უგულავა ესწრება

12:06 - ტელეკომპანია იმედისა და რიყის გასხვისების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიწყო

 

17 სექტემბერი

 

22:57-გიგი უგულავა გაათავისუფლეს.

22:56 მოსამართლე სასამართლო დარბაზში დაბრუნდა.

22:37  მოსამართლეები განაჩენის გამოსატანად გავიდნენ.

22:25 სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა პროცესის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა.  

22:22 როგორც ცნობილია, პროკურატურამ პროცესის გადადება მოითხოვა.

22:18 გიგი უგულავას პროცესი, 2-საათიანი შესვენების შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ განახლდა

18:40  გიგი უგულავას სასამართლო სხდომას ვანო მერაბიშვილი ესწრება

18:08  საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიწყო

18:07 გიგი უგულავას სასამართლო სხდომაზე პროკურორები მივიდნენ.

17:30 პროცესზე ამ დრომდე არ მისულან პროკურორები

17:00 საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სხდომა არ დაწყებულა

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები