გიგი უგულავა გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა.
უგულავას სასამართლო პროცესი დღეს თითქმის 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 20:00 საათზე 2-საათიანი შესვენება გამოაცხადა.
რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაწყებულ პროცესზე კი პროკურატურამ სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა.