07 იანვარი 2026,   12:08
ვრცლად
„განაჩენის გამოცხადების შემდეგ შენობაში მე მარტო შევალ“ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა ბრალდებულისთვის არსებული უფლება გამოიყენა და სასამართლო სხდომათა დარბაზში მოსამართლის მიერ გამოცხადებულ განაჩენს არ დაესწრო. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან სასამართლოში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა და თქვა, რომ განაჩენის შინაარსი მისთვის ცნობილია.

„მე მაქვს უფლება დარბაზში არ დავესწრო გამოცხადებას, თურმე ბრალდებულს ამის უფლება ჰქონია, ამის შესახებ მითხრეს ჩემმა ადვოკატებმა. მე ამ უფლებას გამოვიყენებ და არ დავესწრები. მოსამართლე და პროკურორები იქნებიან მარტოები. არ ვაპირებ მოვუსმინო იმ განაჩენს, რომელსაც ემოციური ინტერესიც არა აქვს. იმიტომ, რომ წინასწარ როცა იცი ადრენალინიც არა აქვს ამას. თან არ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე არ მინდა დარბაზში რაიმე ექსცესი მოხდეს. როგორც კი გამოაცხადებს, მე ვთხოვ მანდატურს მოვიდეს, ყურში მითხრას, რომ დროა და ხალხს დავემშვიდობები და შენობაში მარტო შევალ,“ - ამბობს გიგი უგულავა.

დღის ამბები