03 იანვარი 2026,   04:04
ვრცლად
ავანსების პოლიტიკა და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პრობლემს მმართველ გუნდშიც აღიარებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის კვირის პალიტრაში გაკეთებულ განცხადებებს მმართველ გუნდში ეთანხმებიან. როგორც კურიერთან გია ჟორჟოლიანი ამბობს ე.წ. ავანსების პოლიტიკა და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პრობლემები რეალურად არსებობს.

„მგონია, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს სახელმწიფოს, არ შეიძლება ყველაფრის მინდობა ფორმალური ელექტრონული აუქციონებისთვის ამ მიმართულებით ვითარება გასაუმჯობესებელი არის. ის რომ ჩვენს მთავრობაში არავინ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იმყოფება ფაქტია,“ - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

საპარლამენტო უმცირესობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არსებულ პრობლემებს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ. ნოდარ ჯავახიშვილის განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა ზურა მელიქიშვილმა გააკეთა.

„ის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისება ხდებოდა უშუალოდ გაცემული ავანსების ხარჯზე და ის, რომ ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებას აღარ აპირებს მინისტრი, მაგრამ ამავდროულად ხელისუფლების ეკონომიკური და ფინანსური სახე ნოდარ ხადური კვლავ რჩება თანამდებობაზე რა თქმა უნად პრობლემაა. პრობლემაა ის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა როგორ უნდა დაიძლიოს ლარის გაუფასურება, როგორ უნდა გამოჯანმრთლდეს ეკონომიკა,“ - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

დღის ამბები