„საბოტაჟი რა იყო, გადადგომა? მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ პარლამენტში თანამდებობიდან არ გადავდგებით, რომ საბოტაჟად არ შეირაცხოს ეს ყველაფერი,“ - ეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დატოვების შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ალასანიამ და მისმა გუნდმა სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად დატოვა.