15 იანვარი 2026,   00:11
ვრცლად
ჯეიმს აპატურაი გადამდგარ მინისტრებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

ჯეიმს აპატურაი ქართველი მინისტრების გადადგომას ეხმაურება.

ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში  განცხადებას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე აკეთებს.

"ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობდი უკანასკნელი წლების განმავლობაში, მათი მუშაობისა და ქვეყნის განვითარების, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის თავდადებისთვის," - ნათქვამია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი წერს, რომ მოხარულია პრემიერ-მინისტრის მკაფიო განცხადების გამო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ევრო-ატლანტიკურ კურსს არ უღალატებს.

"დარწმუნებული ვარ, ეს ქართველი ხალხის ნებას ასახავს. ნატო და პირადად მეც ერთგული ვრჩებით იმისა, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გადადგას საჭირო ნაბიჯები ალიანსთან კიდევ უფრო დასაახლოვებლად," - წერს ჯეიმს აპატურაი.

დღის ამბები