10 იანვარი 2026,   02:23
ვრცლად
ბაჩო ახალაია საკუთარ უფლებებს ადვოკატების გარეშე დაიცავს

ბაჩო ახალაია საკუთარ უფლებებს ადვოკატების გარეშე დაიცავს. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოსამართლემ ბრალდებულის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ახლაიას მიზეზები პროცესზე არ განუმარტავს და აღნიშნა, რომ საქმეზე ის თავის ინტერესებს თავად დაიცავდა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე სხდომაზე მყოფი უფლებადამცველები არა ბაჩო ახალაიას არამედ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული კიდევ სამი პირის უფლებებს დაიცავენ. 

რამდენიმე წუთის წინ ბაჩო ახალაიამ მოუწოდა მოსამართლეს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება დააკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც თავიდან უნდა მოხდეს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დავით კუხიანიძის დაკითხვა. 

როგორც ახალაია ამბობს, კუხიანიძის მიმართ ზეწოლა განხორციელდა. 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბჩო ახალაიას პატიმრობა 6 წლითა და 7 თვით მიუსაჯა. 

დღის ამბები