03 იანვარი 2026,   06:04
ვრცლად
7%-ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტით გაიზარდა. 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად რეფინანსირების ახალი განაკვეთი 7 პროცენტი იქნება, 2015 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით კი აღნიშნული მაჩვენებელი 6 პროცენტი იყო. 

მხოლოდ წელს რეფინანსირების განაკვეთი უკვე მეხუთედ გაიზარდა. 

გასული წლის სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთი კი 4 პროცენტი იყო. 2013 წელს კი 3.75. რაც შეეხება 2012 წელის სექტემბრის თვის მონაცემს მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 5.75 იყო. 

 

 

დღის ამბები