03 იანვარი 2026,   06:08
ვრცლად
ჯეიმს აპატურაი ავღანეთში დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს

ავღანეთში დაღუპული რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის ნათესავებს სამძიმარს ჯეიმს აპატურაი უცხადებს. Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს მეორე ქართველ ჯარისკაცს, რომელიც დაჭრილია.

"ნატო მადლიერია ავღანეთში ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ოპერაციის დროს სიცოცხლე გაიღეს"–წერია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები