არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს პარლამენტში ინტერფაქციულ შეხვედრაზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩის აქციებით იმუქრება. როგორც შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა ოპოზიცია ვერ დაუშვებს, რომ 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციას პრობლემა შეექმნას.
ახალი მემარჯვენეების წევრი მამუკა კაციტაძე კი ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებასა და საარჩევნო სისტემის ცვლილებისათვის წარსულში ბრძოლას ახსენებს.
„ყველა ხელსუფლებას აწყობს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არსებობა სისტემაში. ცოტა კომიკურია წინა ხელისუფლება, რომელსაც ვებრძოდით ამ მოთხოვნით დღეს ხელმოწერებს აგროვებს ამ სისტემის შესაცვლელად და წინა ოპოზიცია, რომელიც ამ შენობაში შიმშილობდა 16 დღე, დღეს იცავს ამ სისტემას. ამის ახსნა ერთია - ხელისუფლებები იცავენ ამ სისტემას,“ - აცხადებს მამუკა კაციტაძე.