საპარლამენტო ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის შეცვლას ითხოვს. როგორც თავისუფალი დემოკრატების წევრი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება და ამიტომ არ ცვლის დღეს არსებულ მაჟორიტარულ სისტემას. ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ პარლამენტის შენობაში პრობლემის გადაწყვეტის შანსები ნელ-ნელა იწურება და ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს, რომ პრობლემამ ქუჩაში არ გადაინაცვლოს.
„სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ თურმე უმრავლესობას აქვს სურვილი მაგრამ ვერ აიძულებს მაჟორიტარებს მოჭრან ის ტოტი რომელზეც ზიან. ხელისუფლებას აქვს დიდი ცდუნება იმისა, რომ სადღაც 15-20% დამატებით ჩაიჯიბოს საკუთარი დევალვირებული მხარდაჭერის პირობებში მაგრამ საშინაო დავალების შესრულებისას როგორც მინიმუმ ნორმალური არგუმენტები მოიგონონ,“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.