



ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - თემქაზე ერთმანეთს, სავარაუდოდ, ჯერ ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გაჩერებაზე მდგომი ქვეითი დაშავდა.
ინფორმაციას და ვიდეოკადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში ავრცელებს.