რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა მუხიანის მეოთხე დე მიკრორაიონში. როგორც კურიერთან საუბრისას შსს ადასტურებს დაჭრილია 2 ადამიანი. ერთ-ერთმა მოქალაქემ, ლაშა ქავთარაძემ კი რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ორივე მათგანი გარდაცვლილია. მისივე ინფორმაციით ადგილობრივებმა 2 გასროლის ხმა გაიგეს.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები და გამომძიებლები.
ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.