03 იანვარი 2026,   02:08
ვრცლად
შსს მუხიანში მომხდარ მკვლელობას ოფიციალურად ადასტურებს

შსს მუხიანში მომხდარ მკვლელობას ოფიციალურად ადასტურებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2-ს სამინისტროდან მიაწოდეს. 

მათი თქმით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლობას ითვალისწინებს. 

როგორც კურიერთან საუბრისას სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა გამოძახებაზე მისულებს ორივე პირი გარდაცვლილი დახვდათ. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მუხიანის მეოთხე დე მიკრორაიონში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მკვლლეობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივებმა 2 გასროლის ხმა გაიგეს. 

დღის ამბები