აფხაზეთის ომში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დაღუპული კურსანტების ხსოვნას მიაგო პატივი შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა ქვეყნის წინაშე დაღუპული კურსანტებისდამსახურებაზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილი დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და საჩუქრები გადასცა. მან აკადემიაში სტუმრებთან ერთად დაღუპული კურსანტების შესახებ წარმოდგენილი ფოტომასალაც დაათვალიერა.
1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ქალაქ გაგრის მახლობლად, უშიშროების უმაღლესი სკოლის 14 კურსანტი დაიღუპა.