რა ეტაპზეა პროექტ მირზა შაფთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო თუ არა გამოძიება? ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისთთა ასოციაციამ (საია) სარჩელი დღეს საქალაქო სასამართლოში შეიტანა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მცდელობების მიუხედავად, მთავარი პროკურატურისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, რასაც კანონდარღვევად აფასებენ.
საია-ში აღნიშნავენ, რომ 2010 წლიდან დღემდე სამართალდარღვევის და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რისი გამოძიებაც, იურისტების განმარტებით, არათანმიმდევრუალდ მიმდინარეობს.