საქართველო ამერიკის ურთიერთობები განიხილეს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ და საქართველოს პრემიერმინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორია ნულანდმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ ვითარებასაც.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ვიქტორია ნულანდმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.