07 იანვარი 2026,   00:35
ვრცლად
აბაშიძის ქუჩაზე 2 პირი დაჭრეს [ფოტო]

ცოტა ხნის წინ აბაშიძის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით დაჭრილია 2 ახალგაზრდა. 

კურიერმა აღნიშნული ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურში გადაამოწმა თუმცა იქ  2 დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათი ინფორმაციით სროლის დროს დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ფეხშია დაჭრილი და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

კურიერის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ. 

ფოტო მოგვაწოდა ჟურნალისტმა გურამ დონაძემ.

 

 

 

დღის ამბები