ყაზბეგის გამზირზე ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. გავრცელებული ინფრომაციით დაჭრილია ერთი ადამიანი.
სასწაფო დახმარების სამსახურმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც სასწრაფოში აცხადებენ დაშავებულს ქვემო კიდურებზე შემავალი ჭრილობები აღენიშნება.
შს სამინისტროში კი ამბობენ, რომ მამაკაცი არის ნასვამი და არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მან დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. შს სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით სამართალდამცავები მომხდარით დაინტერესდნენ, თუმცა გამოძიება მას შემდეგ დაიწყება თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.
კურიერის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.