03 იანვარი 2026,   16:59
ვრცლად
ავჭალაში დაჭრილი 2 პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

რამდენიმე საათის წინ ავჭალაში დაჭრილი ორივე ახალგაზრდა ამ დრომდე მკურნალობას გადიან. ერთ-ერთი მათგანი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკაში კურიერის ჟურნალისტს განუცხადეს დაჭრილი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იყო შეყვანილი, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია. ახალგაზრდას ცივი იარაღით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული - გულ-მკერდისა და ფეხის არეში.

მეორე დაჭრილი კი კლინიკა ლანცეტშია გადაყვანილი და ისიც მძიმე მდგომარეობაში იყო. მას ერთი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა ამჯერად მისი მდგომარეობაც სტაბილურია.

შსს-მ ავჭალაში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პირი უკვე დააკავა. 

დღის ამბები