„როდესაც არის არჩევანი პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის, მე არჩევანს ვაკეთებ სახელმწიფოს სასარგებლოდ,“ - ამ განცხადებით „თავისუფალი დემოკრატების“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პარტია დატოვა.
დიმიტრი კვერღელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მას კოალიციის დატოვება არასახელმწიფოებრივად და უპასუხისმგებლობად მიაჩნია და ის იძულებულია დატოვოს პარტია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა განმარტა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიას გუნდის მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ მიიღო. მისივე ინფორმაციით, პარტია საკრებულოს კიდევ ოთხმა დეპუტატმა დატოვა.