07 იანვარი 2026,   13:11
ვრცლად
თელავში მომხდარი ყოფილი პოლიციელის მკვლელობა გახსნილია

შსს-მ თელავში მომხდარი ყოფილი პოლიციელის მკვლელობა გახსნა.

სამართალდამცავებმა, 1992 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა.

შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავის რაიონის სოფელ ოჟიოში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები