16 იანვარი 2026,   02:05
ვრცლად
"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერის განცხადებას პასუხობენ

პრემიერ-მინისტრის მიერ ირაკლი ალასანიას შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას ყოფილი მინისტრის თანაგუნდელები აფასებენ და აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებები ზიანს მიაყენებს არა ალასანიას, არამედ თავად ღარიბაშვილის იმიჯს.

„ამ ტიპის განცხადებები რეალურად თავად პრემიერს აზიანებს, მისი იმიჯისთვის ნამდვილად საზიანოა. ეს უკვე მისი საზრუნავია, მაგრამ მას არაფერ სიკეთეს არ მოუტანს, რადგან რეალობა  ნამდვილად სხვა არის. ეს საზოგადოებამაც იცის და ეს მანაც კარგად იცის, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ,“ - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც თანამდებობიდან ალასანიას მოხსნის შემდეგ გადადგა.

დღესვე გაირკვა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომა, სადაც მოხდება შეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ და სწორედ ამის შემდეგ ეცნობება ფრაქციის გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს.

ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით ბედნიერი და კმაყოფილია, არის ნინო ბურჯანაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები