შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან. ზუსტად 15 საათზე სპეციალურ განცხადებას მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გააკეთებს.
სამინისტრო არ აანონსებს წინასწარ თუ რა თემაზე ისაუბრებს მინისტრი. არ არის გამორიცხული, გიორგი მღებრიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოკადრებზე ისაუბროს.