05 იანვარი 2026,   15:56
ვრცლად
ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3816 ლარის ნაცვლად, 2.3857 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა  2.6736 ლარის ნაცვლად, 2.6748 ლარად იქნება შესაძლებელი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები