07 იანვარი 2026,   03:56
ვრცლად
2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილია

2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილია. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ პარლამენტში მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი უკვე გადააგზავნა. 

მთავრობამ ბიუჯეტი 3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე და 4-4,5 პროცენტიან ინფლაციაზე დაგეგმა. მთავრობის პრიორიტეტი გასული წლების მსგავსად 2016 წელსაც სოციალური პროგრამები იქნება. 

წინასწარი ინფორმაციით გაზრდილია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც, თუმცა ზუსტი რიცხვები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

როგორც ზურაბ ტყემალაძემ დღეს განაცხადა, ბიუჯეტი 10 მილიარდ ლარამდეა. 

დღის ამბები