17 იანვარი 2026,   03:11
ვრცლად
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ე.წ. კაბელების საქმეზე მასალები გადაუგზავნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ე.წ. კაბელების საქმეზე მასალები გადაუგზავნა. თავდაცვის სამინისტროს მსგავსად, აღნიშნული დოკუმენტაცია მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტსაც გადაუგზავნა.

"მთავარმა პროკურატურამ გრიფ საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა ამავე უწყებიდან ამოღებული დოკუმენტები, რომელსაც ასევე ეთხოვა ამავე საქმეზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლების მიზანშეწონილობის შესწავლაც, რომელიც არ მოუთხოვია თავდაცვის სამინისტროს, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენს. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა გასაიდუმლოებელ ორგანიზაციებს,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა ასევე აპირებს განსაიდუმლების მიზანშეწონილობის შესწავლის მოთხოვნით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიების მხრიდან მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საიდუმლო შესყიდვების საქმეების შესწავლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები