საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ კაბელების საქმეზე პროკურატურის სამომავლო გეგმები იცის. ირმა ნადირაშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი, მიმდინარე საქმე კი პოლიტიზებულია.
ირმა ნადირაშვილმა ეს განცხადება „კურიერში“ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა, სადაც ღარიბაშვილი „სიურპრიზებზე“ ლაპარაკობდა.
„პრემიერმა ალასანიას სიურპრიზები დაუანონსა. ეს ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა იცის პროკურატურის სამომავლო გეგმები და მიმდინარე გამოძიება პოლიტიკური შინაარსისაა. ამ საქმეებს ღარიბაშვილი ივანიშვილის მოთხოვნით კერავს," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.