17 იანვარი 2026,   00:00
ვრცლად
"პრემიერის განცხადება ტიპიური ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელის განცხადებაა," - გიგა ბოკერია

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ღარიბაშვილი ირაკლი ალასანიას ავანტიურისტად მოიხსენიებდა, უპასუხისმგებლო განცხადებად აფასებს.

გიგა ბოკერიამ პრემიერის განცხადება „ტიპიური ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის“ ფრაზეოლოგიას შეადარა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილს ყველგან საბოტაჟი, შეთქმულება ელანდება და ყველაფრის უკან "ნაციონალური მოძრაობის" კვალს ხედავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველგან საბოტაჟს, ან შეთქმულებას ხედავს. ის ფიქრობს, რომ ჩვენი არასამთავრობო სექტორი ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ამავე საქმეს ემსახურებიან ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და ამ ყველაფრის უკან ის ყოველთვის "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

ამავე თემაზე
დღის ამბები