17 იანვარი 2026,   00:00
ვრცლად
ვინ ტოვებს თავდაცვის სამინისტროს?

თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ სამინისტროს მისი გუნდის წარმომადგენლები ტოვებენ. „კურიერის“ ინფორმაციით, სამინისტროს უახლოეს დღეებში რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირი დატოვებს, მათ შორის უწყების ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც.

კულუარული ინფორმაციის გადამოწმებას „კურიერის“ გადამღები ჯგუფი დღეს თავდაცვის სამინისტროში შეეცადა, თუმცა ჟურნალისტს სამინისტროში შესვლის საშუალება არ მიეცა.

დღის განმავლობაში უწყებაში ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე შეხვედრებს მართავს. ჯანელიძე უკვე შეხვდა გენერალური შტაბის უმაღლეს წარმომადგენლებს, მათ შორის რომან ჯოხაძეს.

შეხვედრის ვიდეომასალა და კომენტარები თავდაცვის სამინისტრომ თავად გადაიღო და გაავრცელა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალით ირკვევა, რომ მინდია ჯანელიძისა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ყველა დეპარტამენტი გააკეთებს შემაჯამებელ მოხსენებას მის უწყებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

მინდია ჯანელიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის შეხვდება ყველა დეპარტამენტის ხელძღვანელს და გაეცნობა სამინისტროში არსებულ ვითარებას.

უწყების შენობასთან კი მუშაობას განაგრძობს „კურიერის“ ჟურნალისტი დავით კაკულია, რომელიც დამატებით დეტალებს „კურიერში“ 9 საათზე გაგვაცნობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები