რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ.
"დღეს 3 წლისთავია იმ არჩევნებიდან, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ცოტახანი მედიაპლურალიზმი იყო მიღწეული. ყველა ტელეკომპანია ამ პერიოდში შეუფერხებლად მუშაობდა, ეს პროცესები და სასამართლო რაც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარეობს არის მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის, რადგან არ იყოს კითხვები იზღუდება თუ არა გამოხატვის და სიტყვის თავისუფელბა ქვეყანაში.
ყველა ადამიანს, აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს თუ ამ შემთხვევაში ასე ფიქრობდა ქიბარ ხალვაში, თუმცა ამ სასამართლო განხილვის პროცესში გამოიკვეთა პრობლემა, რაც აჩენს ეჭვებს, რომ სასამართლო მოქმედებს ისე, რომ ხელი შეუშალალოს და საფრთხე შეექმნას მედიის თავისუფალ ფუნქციონირებას.
ამ ეტაპზე ჩემთვის გაურკვეველია, თუ რა ინტერესებს იცავდა ამ შემთხევაში სასამართლო, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მხარის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს ის, რომ ტელეკომპანია, რომლის მიმართად ის დასაბრუნებლად იბრძვის, იფუნქციონიროს და იყოს ძლიერი,"- აცხადებს ნინო ლომჯარია.