17 იანვარი 2026,   00:03
ვრცლად
დავით საგანელიძეს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ

ე. წ "კაბელების საქმეზე" დაკავებული პირების ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა. საგანგებო პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ  უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის ისინი ევროსასამართლოს მიმართავენ.

ადვოკატების თქმით, თითოეულ განცხადებას, რომელიც ბრალდებულების მისამართით ბოლო დღეეების განმავლობაში გაჟღერდა, ცალ-ცალკე შეისწავლიან და სათანადო შეფასებას მისცემენ.

"ვისაც არ ეზარება, ეს არის პარლამენტის წევრი, პროკურატურის თანაშრომელი, თუ სხვა პირი, ყველა ლაპარაკობს ამ საქმის დეტალებზე. განსაკუთრებით განმაცვიფრა დავით საგანელიძის განცხადებებმა, რომელმაც პირდაპირ ბრალი დასდო ამ პირებს და ამასთან, ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქოს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე იხილებოდა დეტალები ამ ბრალდებისა," - აღნიშნა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა

ბარათაშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით საგანელიძეს, გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სასამართლოში უჩივლოს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები