ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ე.წ. "კაბელების საქმის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვის საკითხს სწავლობს.
„ან მთავრობის კანცელარია იტყუება, ან დავით საგანელიძე,“ - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა კოალიცია "ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე ე.წ. "კაბელების საქმის" განხილვასთან დაკავშირებით გააკეთა. კოჟორიძე ითხოვს, დადგინდეს სიმართლე - რა საკითხები იქნა განხილული პოლიტსაბჭოს სხდომაზე და რა მასალები მიაწოდა საიდუმლო საქმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს.
კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება სამართალდამცველი ორგანო იყოს პრემიერის დაქვემდებარებაში.