17 იანვარი 2026,   00:02
ვრცლად
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები პრემიერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ერთგულების დემონსტრირებისთვის დღეს პრემიერ-მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა. დიპლომატებმა შეხვედრა ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. გამონაკლისი მხოლოდ საფრანგეთის ელჩი იყო, რომელმაც პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებებზე საკუთარი პოზიცია არ დამალა. ამავე თემაზე ევროკავშირის ელჩს დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრიც ესაუბრებოდა. 

„მტკიცედ მჯერა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის და ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ. შეშფოთებულები ვართ, რომ გამოჩნდა შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი დევნა გამოყენებულია პოლიტიკური პირების მიმართ,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები