09 იანვარი 2026,   04:17
ვრცლად
გობეჯიშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის, სასამართლო პროცესი დაიწყო. 

გეგა გობეჯიშვილი, რომელიც რევაზ არველაძის მხარდამჭერია,  სამართალდამცავებმა გუშინ ნარკოტიკების მოხმარების ბარლდებით დააკავეს, რასაც მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ის არველაძის მხარდაჭერის გამოა დაკავებული. 

მისი დაკავების გამო ამ დრომდე არჩევნების ჩატარება არ დაწყებულა, რომელიც 11 საათისთვის იყო დაანონსებული. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები