09 იანვარი 2026,   04:17
ვრცლად
ჯერჯერობით უცნობია, გობეჯიშვილი არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას

მიიღებს თუ არა მონაწილეობას საარჩევნო ყრილობაში პატიმრობიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლებული გეგა გობეჯიშვილი, ჯერჯერობით უცნობია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ბოკერიამ, განუცხადა. 

როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაციისთვის უცნობია, შეძლებს თუ არა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას და ზუსტი პასეხი მხოლოდ მასთან შეხვედრის შემდეგ ექნებათ.  

ამ წუთებში გობეჯიშვილს სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში ელოდებიან, სადაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ამასთან, ისევ უცნობია არჩევნების დაწყების ზუსტი დროც.  

არჩევნები, რომელიც 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, სწორედ გობეჯიშვილის პატიმრობის გამო ვერ იწყებოდა, რადგან დელეგატების უმეტესობა მის გათავისუფლებას ითხოვდა.   

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები