ფეხბურთი ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა წუთი-წუთზე დაიწყება. საქალაქო სასამართლოს მიერ გათავისუფლებული დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, უკვე მივიდა.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და ხმას არველაძეს მისცემს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება დილიდან ვერ ხერხდებოდა. მიზეზი გობეჯიშვილის დაკავება იყო, რომელიც გუშინ პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააპატიმრა. სასამართლომ ის რამდენიმე წუთის წინ 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სასტუმრო ჰოლიდეი ინში დილიდან იმყოფებიან ვიცე-პრემიერი და სპორტის მინისტრი.