15 იანვარი 2026,   00:17
ვრცლად
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეა ბათუმში

ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სხდომები მიმდინარეობს. საქართველოს შავიზღვისპირეთში ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა, ასევე იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტების სხდომები იმართება.

ღონისძიებაში ასამბლეის 12 წევრი და 6 კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. სხდომებს ესწრებიან აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კონფერენცია დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით საგანელიძემ გახსნა.

კონფერენციის მონაწილეები შავი ზღვის რეგიონიში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში პარლამენტების საკანონმდებლო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე მსჯელობენ. 30 სექტემბერს კი ისინი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოინახულებენ და ბათუმის იუსტიციის სახლს დაათვალიერებენ.

დღის ამბები