15 იანვარი 2026,   04:20
ვრცლად
თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 სექტემბერს თაღლითობის ფაქტზე მზია ტატიაშვილი დააკავა. 

გამოძიების ინფორმაციით, ტატიაშვილი ერთ-ერთ მოქალაქეს 15,000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ბრალდებული პირის სასჯელისგან გათავისუფლებას დაპირდა. გარიგების მიხედვით, აღნიშნული თანხა მას სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შეწყალების კომისიის წარმომადგენლებისთვის უნდა გადაეცა, თუმცა თანხა მზია ტატიაშვილმა მიითვისა. 

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები